ესტონეთის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე - ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, ოკუპაციის ხაზზე, რომელსაც მე ბოროტების ხაზს ვეძახი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალილუაიდს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას პრეზიდენტებმა საქართველოში მიმდინარე სიტუაციაზე და საოკუპაციო ხაზზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

ესტონეთის პრეზიდენტის თქმით, საოკუპაციო ხაზს ის ეძახის ბოროტების ხაზს.

„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე სიტუაციაზე, ოკუპაციის ხაზზე, რომელსაც პირადად მე ბოროტების ხაზზს ვეძახი. გასულ კვირას უშუალოდ ჩავები პროცესებში, რომ საქართველოს შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ლიდერებისთვის პირადად მიმეწოდებინა”, - განაცხადა კერსტი კალილუადიმა.

„შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობას და იმას, თუ როგორ უნდა გახდეს უფრო მჭიდრო ორი ქვეყნის თანამშრომლობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ვისაუბრეთ ოკუპაციის ხაზზე, რომელსაც მე ბოროტების ხაზს ვეძახი - ესტონეთის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა