სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ არ ვართ დავიწყებული - ვიტყოდი, რომ დავბრუნდით მსოფლიო რუკაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პოლონეთის პრეზიდენტის, ანჟეი დუდას მიწვევით დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში მან პარალელურად შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიმართ ასეთი ინტერესი არსებობს და ჩვენი პარტნიორები არ ეგუებიან საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას.

„ბელგიის პრემიერი, რომელიც გახდება ევროკავშირის ახალი თავმჯდომარე, დაინტერესებულია ჩვენი სიტუაციით და იმით, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ. ეს კითხვები, ინტერესი და იმის მზაობა, რომ რაღაც მოიფიქრონ და არამხოლოდ შეეგუონ და მივიდნენ საოკუპაციო ხაზზე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვართ დავიწყებული, ამ კუთხით ვიტყოდი, რომ დავბრუნდით მსოფლიო რუკაზე. არ შეიძლება, რომ ასე გაგრძელდეს, ეს გაუთავებელი პროვაკაციებია და რაღაც უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ და აღნიშნა, რომ ვოლიდიმირ ზელენსკიმ გარდა უკრაინაში მიწვევისა, შესთავაზა მოემზადებინათ ერთობლივი დოკუმენტის სტრატეგია.

„დიდი ინტერესია და თვითონაც შემოგვთავაზა, რომ მოვამზადოთ არა მხოლოდ ვიზიტი, არამედ რაღაც ერთობლივი დოკუმენტის სტრატეგია, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ერთის მხრივ კონფლიქტებთან მიმართებაში და მეორე მხრივ ევროკავშირის მიმართულებით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა