აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი 2 სექტემბერს გაიხსნება

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი 2 სექტემბერს გაიხსნება. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალის ფარგლებში რეგიონს მსოფლიო დონის სპეციალისტები დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ესტუმრებიან. ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ისინი ლექციებსა და პრეზენტაციებს ჩაატარებენ.

„ფესტივალის ფარგლებში ყოველდღიურად, დღის პირველ ნახევარში მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე - ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. ფესტივალზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

პრეზენტაციები 2,3,4,5 სექტემბერს, სასტუმრო ოაზისში, 20:00 საათზე გაიმართება. საღამოს პრეზენტაციებზე დასასწრებად ტრანსპორტირება იქნება უფასო. გამგზავრება ხდება ბულვარის ტურისტული-საინფორმაციო ცენტრიდან. 2,3,4,5,7 სექტემბერს, პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებით და გიდით იქნება უზრუნველყოფილი.

ფესტივალში მონაწილეობისთვის აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაცია ლინკზე რეგისტრაციის ბმული:

დამატებითი ინფორმაციისთვის: ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრები +995 577 90 90 93.

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი 8 სექტემბერს დასრულდება. ის რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება“, - აღნიშნულია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო