ფილმის „ფორსაჟი“ გადაღების გამო, რუსთავში, მესხიშვილისა და თოდრიას ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის UNIVERSAl PICTURES-ის ცნობადი ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება რუსთავში 3 სექტემბერს დაიწყება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, 3 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, ფილმის ეპიზოდების გადაღება დაგეგმილია ქალაქ რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე (მესხიშვილის ქუჩა, თოდრიას წრე, თოდრიას ქ. N7-მდე).

„შესაბამისად, 2 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა და პარალელური ქუჩების მეშვეობით იქნება შესაძლებელი, კერძოდ, კლდიაშვილის, სანაპიროს, ტაბიძის, კაპანაძისა და ლეონიძის ქუჩების გავლით. სატრანსპორტო მიმოსვლას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ. ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია.

გადაღებების გამო, რუსთავი-თბილისის, კერძოდ, რუსთავი-რკინიგზის სადგურისა და რუსთავი-დიდუბის მიმართულებით, კომპანია ,,ინტერტრანსის“ ყვითელი მიკროავტობუსების გასვლის ლოკაციებიც შეიცვალა. მე-12 მიკრორაიონიდან (წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძრის მიმდებარე ტერიტორია) რკინიგზის სადგურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები მე-12 მიკრორაიონიდან, კონკრეტულად კი ,,სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ. დიდუბის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი თოდრიას ქუჩის ნაცვლად, მე-14 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიიდან, კონკრეტულად კი სუპერმარკეტ "სპარის"(ყოფილი სუპერმარკეტი "პრინცი") უკანა მხრიდან გავლენ.

საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ბიუჯეტი 32 მილიონამდე ლარით არის განსაზღვრული. გადაღების მასშტაბისა და ინვესტიციის მოცულობიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ არსებობის ისტორიაში უპრეცედენტოა.

რუსთავის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს