სალომე ზურაბიშვილი ბახტაძის გადადგომაზე - ვთვლი, რომ შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები განცხადებებს საზღვარგარეთ არ აკეთებენ

მე ვთვლი, რომ შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები განცხადებებს საზღვარგარეთ არ აკეთებენ, - ამის შესახებ პოლონეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობაში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, უნდა დაველოდოთ, თუ ვინ შეცვლის პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძეს.

„გადადგომას არ აფასებენ. ეს არის მისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ახალი პრემიერის დანიშვნას, მე მგონი, უნდა დაველოდოთ. მე პირადად დაველოდები და თბილისში ჩავალ. საერთოდ, მე ვთვლი, რომ შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები განცხადებებს საზღვარგარეთ არ აკეთებენ. არაკორექტული იქნება აქედან რომ შევაფასო პრემიერის ქმედებები და მისი მოღვაწეობა, რომელიც უნდა შეაფასოს ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ და პოლიტიკურმა პარტიებმა. ხვალ იქნება დრო იმისათვის, რომ გაკეთდეს კომენტარები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მამუკა ბახტაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. ბახტაძემ პოსტიდან წასვლის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა