გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მიმდებარედ, ძვლები იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მიმდებარედ, ძვლები იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, მდინარე ალაზნის მიმდებარედ, ძვლები იპოვეს. გამორიყული ძვლები, სავარაუდოდ, ადამიანის არის და ის ერთ-ერთმა ადგილობრივმა ნახა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.