ბათუმის პორტში საპროტესტო აქცია - „არა ქიმიურ ტერმინალს“ გაიმართა

ბათუმის პორტში საპროტესტო აქცია - „არა ქიმიურ ტერმინალს“ გაიმართა. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ახალი ტერმინალის მშენებლობას არ დაუშვებენ, რადგან ის ტურისტული ქალაქის განვითარებას, ასევე ბათუმის ეკოლოგიას საფრთხეს შეუქმნის. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს ნავსადგურის თანამშრომლებიც იზიარებენ.

„ქიმიური ტერმინალის აშენებას არ დავუშვებთ. სამი კვირის წინ გავიგეთ, რომ სამშენებლო სამუშაოები დაუწყიათ. ველოდებოდით ტურისტული სეზონის დასრულებას, რომ სეზონზე აქციები ნეგატიურად არ ასახულიყო. გუშინ ერთი კარავი გავშალეთ აჭარის მთავრობის სახლთან, თუ საჭირო გახდება ხვალ მეორესაც დავდგამთ. თუ საჭირო იქნება, კარვების რაოდენობა გაიზრდება ასამდე. პორტთან სოლიდარობის ნიშნად მოვედით, რადგან ჩვენ მოთხოვნებს ნავსადგურის თანამშრომლებიც იზიარებენ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვახტან მეგენეიშვილმა.

აქცია საზოგადოება „მწვანე მომავალი - საქართველოსთვის" ორგანიზებით გაიმართა.

ბათუმის პორტში მინერალური სასუქების ტერმინალს ამერიკული კორპორაცია „ტრამო“ ააშენებს. შესაბამისი ხელშეკრულება აჭარის მთავრობას და ამერიკულ კორპორაცია Tramm0-სა და Wondernet Exspress Investment Group-ს შორის მოეწერა ხელი.

კომპანიის ინფორმაციით, ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია იგეგმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა