სოფელ ზემო ხანდაკის საჭიდაო არენაზე ტარიელ შარიფაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჭიდაო არენაზე აფხაზეთის ომში ტრაგიკულად დაღუპული პოლკოვნიკის ტარიელ შარიფაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კასპის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ტრისტან ფეიქრიშვილმა (ზემო ხანდაკი), მეორე ადგილი ჯაბა პაპინაშვილმა (თელიანი) ხოლო მესამე ადგილი რობიზონ ბეგლარაშვილმა (დოესი) მოიპოვეს. შესაბამისად, მოჭიდავეები 250, 150 და 100 ლარით დაჯილდოვდნენ, რომელიც მათ კასპის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ თამაზ ტატანაშვილმა გადასცა.

,,ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციასა და აღორძინებას კასპის მუნიციპალიტეტში, კასპის სოფლების ტრადიციიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

აღნიშნულ ტურნირში 50 მოჭიდავე მონაწილეობდა. ტარიელ შარიფაშვილის სახელობის პირველი მემორიალური ტურნირი 1994 წლის აგვისტოში ჩატარდა’’, - ნათქვამია ინფრომაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა