ზუგდიდის მერის ინფორმაციით, იმ უბანს, სადაც მოსახლეობა, სავარაუდოდ, სასმელი წყლით მოიწამლა, ლაბორატორიულ შემოწმებამდე სასმელი წყლით მოამარაგებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილეებთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თეთრი გიორგის, ლვოვისა და ერევნის ქუჩებზე მოსახლეობას შეხვდა და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.- ამის შესახებ ,,ინტეპრესნიუსს’’ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

„თეთრი გიორგის ქუჩაზე საკანალიზაციო არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოების შემდეგ, მათი ჭები დაბინძურდა, რამაც, რამდენიმე ადამიანის მოწამვლა გამოიწვია. 6 ადამიანი ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ჩვენ ჩართულები ვართ ამ პროცესში, კომპანია დავავალდებულეთ, რომ ადგილობრივები წყლით მომემარაგებინა, თუმცა ეს გარკვეული შეფერხებებით ხორციელდებოდა. ადგილზე შევისწავლეთ მდგომარეობა. აღნიშნული მოსახლეობა სასმელი წყლით სრულად მომარაგდება, იმ პერიოდამდე, სანამ ყველა ოჯახში სასმელი წყლის მდგომარეობა ლაბორატორიულად არ შემოწმდება. პრობლემის აღმოფხვრამდე, კომპანია მუნიციპალიტეტთან ერთად, აღნიშნულ უბანს სასმელი წყლით მოამარაგებს“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდში, თეთრი გიორგის, ლვოვისა და ერევნის ქუჩებზე აღნიშნული პრობლემის საბოლოო მოგვარებამდე, მოსახლეობა სასმელი წყალით უზრუნველყოფილი იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა