ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. ერთმანეთს ,,მერსედესისა“ და ,,ჰონდას“ მარკის მანქანები შეეჯახა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, შეჯახების შედეგად დაშავდა ქვეითად მოსიარულე ქალი და ერთ-ერთი ავტომანქანის მგზავრი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს