შსს-მ ზუგდიდში მოქალაქეების, სავარაუდოდ, სასმელი წყლით მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტრომ ზუგდიდში, თეთრი გიორგის ქუჩაზე, სავარაუდოდ, სასმელი წყლით მოქალაქეების მოწამვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სსკ 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში რვა ადამიანი მოათავსეს, აქედან მკურნალობას ორი აგრძელებს. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ადგილობრივები ჭის წყლის დაბინძურებას საკანალიზაციო მილის დაზიანებას უკავშირებენ. ადგილზე საკანალიზაციო არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კოპანია „ლუდვიგ ფაიფერი“ ახორციელებს. პროექტის მენეჯერის დრაგან ჯორჯევიჩის თქმით, პრობლემა მათ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს არ გამოუწვევია.

„შეგიძლიათ ნახოთ, რა დაშორებაზეა ძველი საკანალიზაციო მილი ზედაპირთან. ის 30 მეტრშია და ნებისმიერ დროს შეიძლება დაზიანდეს. ამ მილზე სამი სახლია დაერთებული და კუსტარულად არის გაკეთებული. ჩვენ გავუწევთ დახმარებას მოსახლეობას, მაგრამ ეს კანალიზაცია მოსაწესრიგებელია. ჩვენი ბრალი არ არის, მაგრამ სოლიდარობის გამო მოგვაქვს მათთვის წყალი, დახმარებას ვცდილობთ“, - თქვა მან.

მოსახელობას შეხვდა ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია. იგი ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ ამ საკითხს შეისწავლიან. მერი ასევე იმყოფებოდა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც დაზარალებულები მოინახულა. მერიაში აცახდებენ, რომ თეთრი გიორგის ქუჩის მაცხოვრებლებს წყალს ყოველ დილით მოაწვდიან.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს