საგარეჯოს მერი  დიდი და პატარა ჩაილურის მოსახლეობას შეხვდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროს, ივანე ფანოზიშვილთან და ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელ, ბექა ფეიქრიშვილთან ერთად სოფელ დიდი და პატარა ჩაილურის მოსახლეობას შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანი არსებული პრობლემების ადგილზე გაცნობა და გადაჭრის გზებზე მსჯელობა იყო.

მათივე ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და მერიის წარმომადგენლებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა. მან ასევე მოუწოდა, მერიის წარმომადგენლებს, რომ დღესვე, დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა გაჟღერებულ პრობლემაზე მუშაობა, რომელთა მოგვარების გზებს და შედეგებს მუნიციპალიტეტის მერი თავად გაუწევს მონიტორინგს.

გიორგი ერბოწონაშვილმა სოფელ პატარა ჩაილურში ათუაშვილების სოციალურად დაუცველი ოჯახიც მოინახულა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, ათუაშვილების ოჯახის, სახლის სახურავის სრული რეაბილიტაციის ხარჯები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან გაიღო. მერი ოჯახი წევრებს გაესაუბრა და დახმარება აღუთქვა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დიდი და პატარა ჩაილურის მოსახლეობამ გიორგი ერბოწონაშვილს გულისხმიერებისთვის და მათი პრობლემების პირადად გაცნობისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა