ბიძინა ივანიშვილი - მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს კულტურული წასვლისთვისაც თანამდებობიდან

მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან საკუთარი სურვილით, მადლობით გავუშვით, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, პრემიერის თანამდებობიდან წასვლა მოხდა ძალიან კულტურული ფორმით და კარგია თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო მმართველ პარტიაში, არამედ საქართველოში.

„როგორც უკვე მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გადადგა თანამდებობიდან. კვირას ჩვენ შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან, სადაც უკვე შევათანხმეთ ეს საკითხი, მადლობა გადაუხადა მთელმა გუნდმა და დღეს მეც შემიძლია გავიმეორო, რომ მადლობით გავუშვით თანამდებობიდან საკუთარი სურვილით მამუკა ბახტაძე. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს მოხდა ძალიან კულტურული ფორმით და კარგია თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ საქართველოში. კაცი მოვიდა იდეებით, იყო მთავრობის მეთაური, მან მოახერხა თავისი იდეების გუნდათან შეთანხმება, რეალიზებაში მოიყვანა დიდი ნაწილი და დანარჩენზე პროცესები ჩართო და დაიწყო. ჩათვალა, რომ მან თავისი სიტყვა თქვა, გზა დაუთმო ახალს და განვითარებას მისცა ადგილი. მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მისი მოღვაწეობისთვის, როგორც ფინანსთა მინისტრის რანგში, ისე პრემიერ-მინისტრის რანგში და ასე კულტურული წასვლისთვისაც თანამდებობიდან“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა