ეკა ბესელია გახარიას პრემიერად წარდგენაზე - ეს პირდაპირი გამოწვევაა საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც პრინციპულად აყენებდა გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს

ეს არის საკუთარი ინტერესებით მიღებული გადაწყვეტილება, - ასე აფასებს დეპუტატი ეკა ბესელია „ინტერპრესნიუსთან" საუბარში სამთავრობო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიაა წარდგენილი, შსს მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაური ხოლო თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელად ირაკლი ღარიბაშვილი.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, გახარიას პრემიერად წარდგენა მოულოდნელი არ იყო, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან აქტიურად განიხილებოდა ეს ვერსია.

დეპუტატის შეფასებით, ეს არის პირდაპირი გამოწვევა საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც ძალიან კრიტიკულად და პრინციპულად აყენებდა გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს.

„მეორე მხრივ რომ შევხედავთ, ვნახავთ როგორი კომბინაციაა საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების. ერთის მხრივ მინისტრი, რომლის გადადგომასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი ითხოვდა, აღარ არის პოსტზე, ფორმალურად მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა მეორე მხრივ ის დაწინაურდა და ამით ერთგვარი ხაზგასმაა ძალის დემონსტრირების",-განაცხადა ეკა ბესელიამ და იქვე დასძინა, რომ გახარიას სავარაუდოდ, დეპუტატების მხრიდან მხარდაჭერა ექნება და თუ არ ექნა, ესეც გუნდში წინასწარ შეთანხმებული იქნება.

„ის, რომ რაიმე სახის სურპრიზი მოხდეს და არ მოიძებნოს 75 ადამიანი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს, ძნელი წარმოსადგენია. მგონი ყველა კარგად ვხედავთ რა სურათიც არის შექმნილი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატი ასევე შეეხო ძალოვან სტრუქტურებში დაგეგმილ ცვლილებებს. მისი თქმით, ვახტანგ გომელაურის შს-ს მინისტრად დანიშვნა უცნაური არ ყოფილა, თუმცა კითხვის ნიშნებს იწვევს თავდაცვის მინისტრის შეცვლის ფაქტი.

„ახსნა სჭირდება თავდაცვის მინისტრის შეცვლის საკითხს იმიტომ, რომ როგორც ცნობილია, მას ჰქონდა ძალიან კარგი მხარდაჭერა ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორისაგან. ეს არის ძალიან უცნაური გადაწყვეტილება. მთლიანობაში ეს ყველაფერი არჩევნების წინ ძალის დემონსტრირებას და ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია