აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი - საპატრულო პოლიციის უფროსმა გვითხრა, რომ პარლამენტის შესასვლელს ვბლოკავდით და გამოგვყარეს

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე მივიდა. როგორც აქციის ერთ- ერთმა ორგანიზატორმა, ზურა ბერძენიშვილმა განაცხადა, სირაძე აქციის მონაწილეებთან „ვითომ მოსალაპარაკებლად მივიდა, თუმცა საბოლოო ჯამში მან ისინი პარლამენტის შესასვლელიდან გამოყარა“.

„ვაჟა სირაძე მოვიდა და გვითხრა, რომ შესასვლელს ვბლოკავდით და უკან გამოგვყარეს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

აქცია „სირცხვილიას" წევრები პრემიერის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენას აპროტესტებენ, რის გამოც მათ პარლამენტის ყველა შესასვლელთან „სირცხვილის კორიდორი“ მოაწყვეს და სკანდირებენ: „სირცხვილია", „ მონებო".

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს