გორის მერია - სოციალურად დაუცველი 2 ოჯახი ახალ საცხოვრისში გადავა

ტყვიავში მცხოვრები ოჯახისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალი საცხოვრისი შეიძინა, სადაც სოციალურად დაუცველი გიგუაშვილების 6- სულიანი ოჯახი საცხოვრებელში გადავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ოჯახს გასაღები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა გადასცა. ძველი სახლი, სადაც გიგუშვილები ცხოვრობდნენ, ავარიული იყო და საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას.

„ახალ საცხოვრებელში შვილთან ერთად გადავა ივანე ნალიკაშვილიც. წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველი მამა - შვილი ავარიულ სახლში ცხოვრობდნენ.

მიმდინარე წელს მერიამ 5 მოძრავი საცხოვრისი შეიძინა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 48 ათასი ლარი გამოიყო. მიმდინარე წელს კოტეჯის ტიპის საცხოვრებელი კომისიის წესით შერჩეულ კიდევ 3 ოჯახს ორი წლის ვადით გადაეცემათ. გასულ წელს მოძრავი საცხოვრისი მერიამ ორი ოჯახისთვის შეიძინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა