შსს-ს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს ზურაბ ბერიკაშვილი უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს დღეიდან ზურაბ ბერიკაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

36 წლის ზურაბ ბერიკაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე შოთა ჭანუყვაძე შეცვალა.

ბერიკაშვილი 2017 დეკემბრიდან დღემდე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

მანამდე კი, 2016 წელს, ის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

უწყების ინფორმაციით, კახეთის სამხარეო პოლიცის უკვე ყოფილი დირექტორი შოთა ჭანუყვაძე მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე გაგრძელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება