დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში სკვერი მოეწყობა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში სკვერი მოეწყობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი, სოფელ გამარჯვებას ეწვია. მერი მოსახლეობის იმ ნაწილს შეხვდა, რომელმაც ყოფილი კულტურის სახლის ეზო გაწმინდა და დასასვენებელი ზონა მოაწყო.

ნიკოლოზ ჯანიაშვილმა სოფლის მცხოვრებლებს გამოჩენილი ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და დაპირდა, რომ მომავალი წლის დასაწყისში ადგილობრივი ხელისუფლება სოფელში სკვერს მოაწყობს, რომელშიც საბავშვო ატრაქციონებიც განთავსდება.

„ნიკოლოზ ჯანიაშვილს ყურადღებისათვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომა მათთვის მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა