სამტრედიის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს 6 სექტემბერს 2 საათით გაზმომარაგება შეუწყდებათ

სამტრედიის გაზგამანაწილებელი სადგურის სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, 6 სექტემბერს, 02:00 საათიდან 04:00 საათამდე, გაზმომარაგება შეუწყდება სამტრედიის გგს-ის მომხმარებლებს: ქ.სამტრედიას, სოფ. ხუნჯულაურს და სოფ. ეწერს.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან აცნობეს.

























