ავთანდილ წერეთლის სარჩელი  თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

ავთანდილ წერეთლის სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, წერეთელს ათ სექტემრამდე აქვს დრო, რომ მიიღოს გადაწყვეტილება გადაიხდის თუ არა გირაოს, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ავთანდილ წერეთელი გირაოს გადახდას არ აპირებს.

„სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს საკითხი სრულყოფილად ჰქონდა განხილული, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით, თუმცა, სხვა გზა არ არის, აღკვეთის ღონისძიების კუთხით სააპელაციოს გადაწყვეტილება საბოლოოა და ის აღარ საჩივრდება, შესაბამისად, ათ სექტემბრამდე გვაქვს დრო, რომ გადავწყვიტოთ კონკრეტულად რას ვაკეთებთ. ბატონი ავთო არ აპირებს ფულის გადახდას.

ფულის გადახდის გარდა, შესაძლებელია უძრავი ქონებაზე საუბარი და თუ არადა, თუ არც უძრავი ქონებით მოხდა უზრუნველყოფა და არც თანხით გადახდა, ასეთ შემთხვევაში, პროკურატურა უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს უფრო მძიმე აღკვეთი ღონისძიების, ამ შემთხვევაში პატიმრობის თაობაზე“,- განაცხადა კახა წერეთელმა.

ცნობისთვის, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ავთანდილ წერეთელს ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. პროკურატურა ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებისათვის, ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვისუკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ავთანდილ წერეთელმა განაცხადა, რომ ის სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაოს გადახდას არ აპირებდა. თავის მხრივ, წერეთლის შვილი, სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებდა, რომ თუკი, მათ ქონების ჩადება მოუწევდათ, ეს „ტვ პირველის“ შენობა იქნებოდა, ვინაიდან მათ ბიზნესი აღარ აქვთ.

იხილეთ ვიდეო: ავთანდილ წერეთლის სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს