ეკა ბესელია - კითხვა მაქვს: შოთა გეწაძის და შალვა თადუმაძის ერთად მოხვედრა 20-კაციან სიაში დისკომფორტს როგორ არ ანიჭებს გენერალურ პროკურორს?

შოთა გეწაძის და შალვა თადუმაძის ერთად მოხვედრა 20-კაციან სიაში დისკომფორტს როგორ არ ანიჭებს გენერალურ პროკურორს, ეს კითხვა მაქვს, - ამის შესახებ მოსამართლეობის კანდიდატების 20-კაციანი სიის შეფასებისას დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე გამონაკლისიის გარდა, სიის შემადგენლობა მისთვის მიუღებელია.

„ჩემი მოლოდინი გამართლდა. ველოდებოდი, რომ ამ სიაში იქნებოდა რამდენიმე გვარი და ხუთი გვარი მეორდება ათკაციანი სიიდან და ამას დაემატა კიდევ რამდენიმე მძიმე გვარი. მძიმეში ვგულისხმობ, რომ მათი გვარები უკავშირდება მძიმე, უსამართლო გადაწყვეტილებებს. ყველაზე არ შეიძლება ერთნაირად ითქვას, თუმცა რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ეს სია არის მიუღებელი. მიუღებელია ქვეყნის მართმსაჯულების განვითარებისთვის, სამართლიანობის იდეისთვის. პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ დანაპირებს, რომელიც 1 ოქტომბერს ხალხს მივეცით. ეს არის საგანგაშო სია და იქნება ქვეყნისთვის წარსულში ნაბიჯის გადადგმა, ქვეყნის დაბრუნება წარსულში, რომლიდანაც გამოვიყვანეთ 2012 წელს. ეს იქნება ძალიან ცხარე დიაკუსია, როდესაც ჩვენ კითხვებს დავუსვამთ ამ კანდიდატებს. საოცარი რამ არის: ამ სიაში რომ ვუყურებდი გვარებს და მერე ისტორიები მახსენება, იყოს ერთდროულად სიაში შოთა გეწაძე და შალვა თადუმაძე. შოთა გეწაძე იყო ერთ-ერთი მოსამართლე, როდესაც "ქართული ოცნების" მოქმედ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს და მე და შალვა თადუმაძე ვიცავდით მაშინ ივანიშვილის ინტერესებს. აი ამ ორი გვარის ერთად მოხვედრა ამ 20 კაციან სიაში დისკომფორტს როგორ არ ანიჭებს გენერალურ პროკურორს - ეს კითხვა მე მასთანაც მექნება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა