კასპის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული კასპის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის შვილი თამარ შარიფაშვილი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ახალგაზრდებს შეხვდნენ და საჩუქრად პორტატული პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კასპის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, კომპიუტერები გადაეცათ საუკეთესო შედეგების კურსდამთავრებულებს: ლალიკო ოსიყმიშვილს (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები - კასპის #1 საჯარო სკოლა), ოთარ მამაცაშვილს (მათემატიკა - კასპის #2 საჯარო სკოლა), გიორგი მიგრიაულს (ინგლისური ენა - კასპის #3 საჯარო სკოლა), მაკა მაისურაძეს (მათემატიკა - სასირეთის საჯარო სკოლა) და ნაზი ხათაშვილს (ისტორია - ხოვლეს საჯარო სკოლა).