ვახტანგ გომელაური პანკისის მოვლენებზე - მე შეიძლება სპეცდანიშნულების რაზმი მეტი შემეყვანა, ვიდრე იქ იყო - შეცდომა იყო ის, რომ მოსახლეობასთან უფრო მეტად უნდა გვემუშავა

პანკისის ხეობის თემაში, რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა ჩარეულიყო და უნდა შესულიყო - მე შეიძლება სპეცდანიშნულების რაზმი მეტი შემეყვანა, ვიდრე იქ იყო, - ამის შესახებ შს მინისტრის პოსტზე წარდგენილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მან აღნიშნა ისიც, რომ იღებს პასუხისმგებლობას როგორც პანკისის ხეობაში, ასევე 20 ივნისის პროცესებზე, “თუკი რაიმე დაშავდა და გაფუჭდა“.

“რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო იყო ჩასატარებელი. შეცდომა იყო ის, რომ მოსახლეობასთან უფრო მეტად უნდა გვემუშავა. სპეციფიკური ხეობაა. არ ვიტყვი, რომ ეს მარტო შსს-ს ან სუს-ის შეცდომა იყო. მთლიანად ხელისუფლების შეცდომა იყო. მეტი უნდა გვემუშავა - როცა შედის კომპანია, უწვავენ ექსკავატორს, უწვევენ ტექნიკას, ხელით ეხებიან მის თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა შესულიყო და დაეცვა. თავიდან სპეცდანიშნულების რაზმი არ შეუყვანიათ, შევიდა 30-35 კაცი და შემდეგ სიტუაცია რომ დაიძაბა, ანალოგიურად მეც იგივეს გავაკეთებდი - სპეცდანიშნულების დანაყოფს შევიყვანდი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე დასმული შეკითხვის პასუხად.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია