ჭვანას ხეობის ტურისტული განვითარება იგეგმება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით რეგიონში მოქმედმა გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა ჭვანას ხეობაში იმოგზაურეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ხეობაში ვიზიტისას ინფოტურის მონაწილეებმა ჭვანას ჩანჩქერი, ხაბელაშვილების 300 წლოვანი თაღოვანი ხიდი და ოთოლთას ციხე მოინახულეს. ასევე, დაესწრნენ ფესტივალს „ჯვარიმინდორობა“, სადაც ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და ფოლკლორული ჯგუფების კონცერტი გაიმართა.

„ჭვანას ხეობა ბათუმიდან 58 კილომეტრში მდებარეობს. ხეობაში სტუმრობისას ტურისტებს, გარდა ტურისტული ღირსშესანიშნაოებების დათვალიერებისა, საშუალება აქვთ ნატურალური ხილი, თაფლი და ადგილობრივი კერძები დააგემოვნონ. ხეობაშივე ფუნქციონირებს ფანდურების სახელოსნო, სადაც როგორც ფანდურების შეძენა, ისე მათი მომზადების მასტერკლასებზე დასწრებაა შესაძლებელი. იქვეა სიმწვანეში ჩაფლული ხის ძველი მუშა წისქვილები და სოფელი, რომელიც წისქვილების სოფლის სახელითაა ცნობილი.

ამ ეტაპზე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჭვანას ხეობის ტურისტული განვითარების გეგმაზე მუშაობას ასრულებს, რომლის შემდეგაც ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა - განვითარება იგეგმება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ანა დოლიძე - მჯერა, რომ უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლას  აქვს აზრი
„თეგეტა მოტორსი“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
სამსუნგის 8K რეზოლუციის ტელევიზორების ლაინაფით ახალ მწვერვალებს იპყრობს
მერაბ ჭიქაშვილი - როგორ შეიძლება კადრების ისე დადგმა, რომ მასში მონაწილეობა მაღალი თანამადებობის პირებს მიაღებინო? (R)
კახა ძაგანია - "ნაცმოძრაობის" მმართველობისას ყველაზე მეტი გარდაცვლილი პატიმარი იყო და ამაზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია წერდა (R)
გიორგი ლომია - "პატრიოტთა ალიანსი" ერთადერთი ძალაა, რომელიც სამართლიანობას აღადგენს (R)
ირმა ინაშვილი - ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ გამარჯვება წაგვართვან! (R)