აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, სოფელ წყემში სკაუტური ბანაკი გახსნა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მერმა ლიდერებსა და მონაწილეებს ეს დღე მიულოცა და სიტყვით მიმართა. მან ასევე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და ყველა შესაბამის სტრუქტურას პროექტის სათანადო დონეზე განხორციელებაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

ბანაკს 11-დან 25 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდების პირველი ნაკადი 4 სექტემბერს ესტუმრა.

ღონისძიებაზე ბანაკის ლიდერებმა და მონაწილეებმა, ადგილობრივმა შემსრულებლებმა, საზოგადოებას არაერთი ლამაზი მუსიკალური ნომერი შესთავაზა.

ბანაკის გახსნას ესწრებოდნენ: ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის, ბანაკების მართვის სამსახურის უფროსი, იასონ კიზირია, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და ასევე მოწვეული სტუმრები.

წყემში სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ მსოფლიო სკაუტური მოძრაობის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით ხორციელდება. ბანაკის პროგრამა 8 დღისგან შედგება და აქტივობები მოიცავს, როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ნაწილს. თითოეული მონაწილე დროს გაატარებს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში, მათ ექნებათ შესაძლებლობა აიმაღლონ ცნობიერება სხვადასხვა მიმართულებით როგორებიცაა: ლიდერობა, ჯგუფური მუშაობა, გარემოსდაცვითი აქტივობები, პიონერინგი, ორიენტირება, თვითგადარჩენა, ლაშქრობის დაგეგმვა და ა.შ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა