გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ენერგომომარაგება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ენერგომომარაგება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, 6 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან” აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 09:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფელ გველეთში, დარიალსა და ლარსში, 08:00-დან 09:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ბოჭორმა, ომარაულები და ფიჭვიანი.

11:00-დან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: გუდაური, კობი, სეთურნი, ზანდუკი, ხევშა და მიმდებარე სოფლებში, 13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, 13:00-დან 14:00 საათამდე კი, აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი, ნატახტარი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.