ზუგდიდში, დადიანების სასახლეში, ღონისძიება „ძველი და ახალი დროის სინთეზი“ გაიმართება

6 სექტემბერს, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ღონისძიება „ძველი და ახალი დროის სინთეზი“ გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „ოდოია“ და ზუგდიდის საცხენოსნო კლუბი „ხარება“. ასევე, ცხენოსნები მოაწყობენ თავისუფალ ფოტოსესიასა და ცხენით გასეირნებას.

გარდა ამისა, გაიმართება „ფლეშმობი“ - ქართული ხალხური ცეკვის ელემენტებით. ასევე სახეზე მოხატვა - განწყობა შენი არჩევანია.

„ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, „ზუგდიდი - შენი განწყობის ქალაქის“ ფარგლებში ყოველ პარასკევს, 20:00 საათზე, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში იმართება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა