გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში საინფორმაციო შეხვედრები გამართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ბიომრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, მცხეთა-მთიანეთის მხარეში საინფორმაციო შეხვედრები გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრების პირველი ნაწილი დაეთმო გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების საკითხებს, მათ შორის, სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების, რეგულირების პროცედურების, გარეულ ცხოველთა თავდასხმების გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის ღონისძიებების გაცნობას.

შეხვედრის მეორე ნაწილში ყურადღება გამახვილდა ქვეწარმავლებზე, ეკოსისტემაში მათ როლსა და მნიშვნელობაზე. შეხვედრების მსვლელობისას მონაწილეებმა ექსპერტების დახმარებით ისწავლეს შხამიანი და არაშხამიანი გველების და მათი ნაკბენების ერთმანეთისგან გარჩევა მორფოლოგიური დაკვირვების მეთოდით და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გველების დანახვისას და კბენის შემთხვევაში. შეხვედრებისას გამართული დისკუსიის დროს გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული მუნიციპალიტეტებისთვის დამახასითებელი პრობლემური საკითხები გამოიკვეთა, რაზეც მონაწილეებმა დარგის სპეციალისტისგან კონკრეტული რეკომენდაციები მიიღეს. შეხვედრების მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ხასიათის ტრიპლეტები: „გაიგე მეტი” და “გარეული ცხოველები და ადამიანი”. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ბიომრავალფეროვნების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით გააგრძელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო