თორნიკე რიჟვაძე - ქედაში სოციალურ სახლს ვაშენებთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტართან, ანზორ ბოლქვაძესთან, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურთან და ქედას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ პირველ მაისში მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

„ინფრასტრუქტურის მიმართულებით ქედაში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. დღეს დავათვალიერეთ სოციალური სახლის მშენებლობა. სახელმწიფო ბინებით უზურნველყოფს იმ ოჯახებს, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საცხოვრისის ქონას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სოციალური სახლი საცხოვრისით დააკმაყოფილებს 20 ოჯახს. მათ შორის იმ ოჯახებს სოფელ აგარაში, რომლებიც გეოლოგიური დასკვნის თანახმად, ქვათაცვენის გამო გასახლებას ექვემდებარებოდნენ.

პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სოფლებში მოსახლეობის შესანარჩუნებლად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა