სუს-ის წარმომადგენელი - ჩორჩანასა და წნელისის მიმდებარედ, დე ფაქტო "სამხრეთ ოსეთის" საგუშაგო ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული

ჩორჩანასა და წნელისის მიმდებარედ, დე ფაქტო "სამხრეთ ოსეთის" მიერ განთავსებული საგუშაგო ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განთავსებული, - ამის შესახებ ერგნეთში ინციდენტების პრვენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა. როგორც ანთაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი საგუშაგოს თემაზეც იყო და ამ საკითხზე მხარეების პოზიცია კვლავ რადიკალურად განსხვავებულია.

„შეხვედრის შესაბამის მონაწილეებს გავაცანით და ავუხსენით ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია და ასევე ის გარანტიები, რაც შეიძლება ჩვენ გავცეთ. გარანტიებში იგულისხმება, რომ აღნიშნული სტანდარტული საგუშაგო არის საპოლიციო საგუშაგო, რომელიც დაკომპლექტებულია სტანდარტული საპოლიციო პირადი შემადგენლობით და შეიარაღებით, განსხვავებით იმ სრულიად არაპროპორციული მოქმედებებისა, რასაც ადგილი აქვს მდინარე ლოპანის წყლის მოპირდაპირე ნაპირზე. ასევე, დიდხანს ვისაუბრეთ იმაზე და შევეცადეთ დაგვერწმუნებინა შეხვედრის მონაწილეები, რომ უსაფრთხოების გაჯანსაღება არანაირად არ შეიძლება იყოს დამაზიანებელი ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და ვითომდაც არსებული შიში არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მისივე თქმით, ჩორჩანასთან საპოლიციო საგუშაგოსთან მიმართებით ხელისუფლების პოზიცია უცვლელია.

„საგუშაგო დგას და აგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულებრივ რეჟიმში. წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებზე კი გამოხატულია პრინციპული პოზიცია, რომ აღნიშნული ქმედებები უკანონოა, ყველა სამუშაო უნდა იქნას შეჩერებული და შექმნილი იყოს ყველა წინაპირობა იმისა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ თავი იგრძნოს მშვიდად“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი