ყვარლის მუნიციპალიტეტში მევენახეები ყურძნის ფასს აპროტესტებენ

ყვარლის მუნიციპალიტეტში, აქცია მიმდინარეობს. მევენახეები სოფელ ზინობიანის ცენტრში შეიკრიბნენ და ყურძნის ფასს აპროტესტებენ. მათი თქმით, ერთი კილოგრამი რქაწითელის ფასი 70 თეთრია, რაც გაწეულ ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სთხოვენ, ღვინის კომპანიებთან იშუამდგომლონ, რისთვისაც ორდღიან ვადას აძლევენ.

"70 თეთრი თვითღირებულებასაც ვერ ანაზღაურებს. ეს ფასი ჩვენთვის მევენახეებისთვის მიუღებელია. მოვითხოვთ ხელისუფლებამ გვიშუამდგომლოს ღვინის კომპანიებთან და ერთი კილოგრამის ფასი 1 ლარზე ნაკლები არ იყოს. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, საპროტესტო აქციებს გავაგრძელებთ“, - აცხადებენ ფერმერები.

გავაზის, ჭიკაანის, ზინობიანის და ახალსოფლის მევენახეების მოთხოვნებს ადგილზე გაეცნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი და ხელისუფლების წარმომადგნელები. გადაწყდა, რომ მოთხოვნას რამდენიმე ფერმერთან ერთად დიალოგის რეჟიმში განიხილავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა