მაია ცქიტიშვილი - ჩემი ღიმილი გამოიწვია არა კადრებმა, რომელიც უმძიმესი სანახავია, არამედ ღიმილის მომგვრელია ოპოზიციის ქმედება

ჩემი ღიმილი გამოიწვია არა კადრებმა, რომელიც უმძიმესი სანახავია, არამედ ღიმილის მომგვრელია ოპოზიციის ქმედება, რომელსაც აღარაფერი დარჩენია, იმდენად უსუსურად გამოიყურება, რომ მათ პოლემიკაში შესვლის საშუალებაც აღარ აქვთ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების მოსმენა „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ფორმატში დასრულდა

კითხვაზე, რამ გამოიწვია მისი ღიმილი სხდომის დაწყებისას, როდესაც პარლამენტში 20 ივნისის მოვლენების ამსახველი კლიპი გადიოდა, მან უპასუხა, რომ მის ღიმილზე გამოხმაურება ინტერპრეტირებაა.

"ძალიან დასანანია, როდესაც ამ სახის ინტერპრეტირება ეძლევა ამ ყველაფერს. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ღიმილი გამოიწვია არა კადრებმა, რომელიც უმძიმესი სანახავია და ეს კადრები ვნახეთ პირველ რიგში 20-21 ივნისის ღამეს და მას შემდეგაც არაერთხელ გვქონდა საშუალება, სხვადასხვა ტიპის კადრები გვენახა, მათ შორის შტურმის კადრებიც და მთლიანად, ეს ღამე. მთელი 20-21 ივნისის მოვლენები ძალიან ტრაგიკულია. რაც შეეხება ჩემს ღიმილს, ღიმილის მომგვრელია ოპოზიციის, "ნაციონალური მოძრაობის" ქმედება, რომელსაც აღარაფერი დარჩენია, იმდენად უსუსურად სასაცილოდ გამოიყურება, რომ მათ პოლემიკაში შესვლის საშუალებაც აღარ აქვთ, აღარ დარჩათ არაფერი სალაპარაკო. ნაცვლად იმისა, როდესაც სხდომის წამყვანი სიტყვით წარდგა, რომ აპირებს, ხალხის კითხვებით წარდგეს, ამის ნაცვლად ვიღებთ მუსიკალურ კლიპს, რომელიც იმ სპექტაკლისა და კლოუნადის ნაწილია, რომელიც დადგა ჯერ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და შემდეგ "ევროპულმა საქართველომ". ეს მათი ხელწერაა, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში მიმართავდნენ - მოდელირებული რეალობის შექმნა, რომელშიც ჯერ ჩვენ გვაცხოვრებდნენ უამრავი წლის განმავლობაში და შემდეგ ახლა უკვე ცდილობენ, ეს მოდელირებული რეალობა თავიანთ ამომრჩევლებს და საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც დაანახონ. ამიტომ მეცინება, თუ რამდენად უსუსურია ოპიზიცია და რა უნიჭო სპექტაკლებს დგამენ, მათ შორის უნიჭო მსახიობებით. ნამდვილად ძალიან მეცინება, როდესაც სალომე სამადაშვილი ეროვნული მთავრობის დაბრუნებაზე საუბრობს და როდესაც იმ ადამიანებისგან ვისმენთ ასეთ გულმხურვალე შეშფოთებას, რომლებიც წლების განმავლობაში მხოლოდ ძალადობით, ხელისუფლების უზურპირებით, ადამიანების ცემით და მოკვლის და მათ შორის, ახალგზრდების მოკვლითაც მართავდნენ ამ ქვეყანას. ამ ადამიანებისგან ამ ტიპის კლიპი, კადრები, ქმედება, რაც დღეს ვიხილეთ, როგორც "ნაციონალური მოძრაობისგან", ისე "ევროპული საქართველოსგან", არის მათი სახის დემონსტრირება", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

კითხვაზე, რას ეტყვის იმ ახალგაზრდებს, ვინც 20 ივნისის აქციაში მონაწილეობდა, ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ მათი გულწრფელი პროტესტი სამწუხაროდ, გამოიყენება არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალების მიერ.

"ვისურვებდი, მათ ენახათ ეს განსხვავება პასუხისმგებლიანი მთავრობასა და უპასუხისმგებლო, დესტრუქციულად განწყობილ ოპოზიციას შორის და ახალგაზრდებსაც მოვუწოდებდი, რომ თუ მათ სურთ ქვეყნის მშენებლობა, პირველ რიგში ჯობია, კონსტრუქციულ დიალოგში შევიდნენ მთავრობასთან, ჩვენ ამის მზაობა არაერთხელ გამოგვიცხადებია", - აღნიშნა ცქიტიშვილმა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა