თორნიკე რიჟვაძე -  ქედის მოსახლეობის საჭიროებებს ბიუჯეტში მაქსიმალურად ავსახავთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურთან ერთად აგარის, აქუცისა და დაბა ქედის მოსახლეობას შეხვდა.

აჭარაის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ დადებითი შედეგების შესახებ ისაუბრეს, რაც ქედის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებობს. მიმდინარე პროექტების გაცნობის პარალელურად, მოისმინეს მოსახლეობის საჭიროებებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

„მოსახლეობის მხრიდან წამოსული ყველა საკითხი, ყველა მოსაზრება იქნება გათვალისწინებული შემდეგი წლის ბიუჯეტში. ასევე, მინდა დავამატო, რომ ინფრასტრუქტურის მიმართულებით ქედაში გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. მოსახლეობასთან შეხვედრები გაგრძელდება და მიიღებს რეგულარულ ხასიათს.“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფელ პირველ მაისში 20 ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო. სახელმწიფო ბინებით იმ ოჯახებს უზრუნველყოფს, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ საცხოვრისის ქონას.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის განსავითარებლად ქედის მუნიციპალიტეტში წელს 4 998 000 ლარია გათვალისწინებული, რაც 46 პროექტის განხორციელებას მოხმარდება.

.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო