კასპის მუნიციპალიტეტში ნუშის ბაღი გაშენდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, შპს „თხოთის ველმა“ 10 ჰა-ზე ნუშის ბაღი გააშენა. ბაღი კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მდებარეობს. სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე, შიდა-ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ნუგზარ სამხარაძესთა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, „თხოთის ველის“ ნუშის ბაღი დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 38,298 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 13,440 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 24.850 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის. პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში,საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 7,745 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 42,778,460 ლარს შეადგენს. აქედან, შიდა ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 1,973 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.

მათივე ინფორმაციით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა