ბიუროს გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს

ბიუროს გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაეწერა. კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განმარტებით, სამი დღის განმავლობაში უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ პარლამენტში შესული მასალები კომიტეტის წევრებს დაეგზავნებათ.

ანრი ოხანაშვილის თქმით, მასალების დაგზავნიდან 1 კვირის შემდეგ კი შესაძლებელი იქნება, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენები დაიწყოს.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ, 20 კაციანი სია შეადგინა, რომელიც განსახილველად პარლამენტს წარუდგინა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტის წინაშე განსახილველად ნომინირებული არიან შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია - 11 ხმით; მერაბ გაბინაშვილი- 11 ხმით; შოთა გეწაძე - 11 ხმით; მირანდა ერემაძე - 10 ხმით; მამუკა ვასაძე - 10 ხმით; მაია ვაჩაძე - 11ხმით; თამარ ზამბახიძე- 11 ხმით; შალვა თადუმაძე- 10 ხმით; ზაზა თავაძე- 10 ხმით; ვლადიმერ კაკაბაძე-10 ხმით; ლევან მიქაბერიძე - 10 ხმით; გიორგი მიქაუტაძე- 11 ხმით; პაატა სილაგაძე- 10 ხმით; ნუგაზრ სხირტლაძე - 11 ხმით; ლალი ფაფიაშვილი - 11 ხმით; ნინო ქადაგიძე -11 ხმით; ლაშა ქოჩიაშვილი- 10 ხმით; ქეთევან ცინცაძე- 10 ხმით; ალექსანდრე წულაძე- 10 ხმით; გოჩა ჯეირანაშვილი - 10 ხმით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა