ზაზა პაპუაშვილი გიორგი გახარიას - დიდი თხოვნა მაქვს, ავტორიტეტი შეინარჩუნოთ

ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, ავტორიტეტი შეინარჩუნოთ - მე თქვენ კარგად გიცნობთ, თქვენს ნიჭირებაში, პატიოსნებაში, ვაჟკაცობასა და გულმხურვალებაში ეჭვი არ მეპარება, - ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილ გიორგი გახარიას ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” წევრმა ზაზა პაპუაშვილმა მიმართა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, მას აოცებს თანამდებობებზე ისეთი ადამიანების ყოფნა, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, თუ რატომ არიან ამ თანამდებობაზე და რა უნდა აკეთონ.

„ჩვენ რამდენიმე დღის უკან ვნახეთ, როგორი დიალოგი გქონდათ ოპოზიციასთან. მე არანაირი თემის გაცოცხლება არ მინდა - კარგია, ეს თქვენი თვალით რომ ნახეთ, უნდა დააფასოთ იმ დეპუტატების შრომა, რომლებიც ყოველდღე ასეთ სიბინძურეს უსმენენ. მათთან ბრძოლის ხერხი ერთადერთია - ეს არის არგუმენტები, ფაქტი, კანონი და მისი სრულად დაცვა. ასე რომ, მე იმ ადამიანების რიგში ვდგავარ, რომლებიც ამ ადამიანების პოლიტიკიდან წასვლას და პასუხისგებას ითხოვენ იმისთვის, რაც მათ ამ ქვეყანას დამართეს. არ მინდა, ამ ბრძოლაში ცალ-ცალკე დავრჩეთ. ზოგჯერ ცალკეული დეპუტატები ამ თემასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ თუ გვინდა ქვეყანაში იყოს მშვიდობა და რაიმე სხვა იდეებმა გაიხაროს, ქვეყანა არ იყოს დაძაბული, რადგან პოლარიზაციის დროს ნებისმიერი იდეა კვდება.

ქვეყნის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს კვალიფიკაციას, კადრებს, ნიჭიერებას, იმ საქმის სიყვარულს, რასაც აკეთებენ.

ზოგჯერ მე მაოცებს და მაოგნებს იმ ადამიანების გარკვეულ თანამდებობებზე ყოფნა, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რატომ არიან ამ თანამდებობაზე ან რა უნდა გააკეთონ. მნიშვნელოვანია, როდესაც ხელისუფლება სუფთა ადამიანებისგან შედგება და ის არ იტყუება.

ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, ეს ავტორიტეტი შეინარჩუნოთ. მე თქვენ ძალიან კარგად გიცნობთ - თქვენს ნიჭიერებაში, პატიოსნებაში, ვაჟკაცობაში და გულმხურვალებაში ეჭვი არ მეპარება”, - მიმართა გიორგი გახარიას ზაზა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა