გოგი წულაია - ნაცვლად იმისა, რომ გადაარჩინონ მუხნარის ტყე, მიადგნენ და ხეები გაჩეხეს

ნაცვლად იმისა, რომ გადაარჩინონ მუხნარის ტყე, მიადგნენ და ხეები გაჩეხეს, - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ტყეში უნივერსიტეტის მშენებლობის პარალელურად, ასეულობით ძირი ხე გაჩეხეს. წულაია ხეების ჭრის შეჩერებას მოითხოვს.

„მუხნარის ტყე სავალალო მდგომარეობაშია, ხმება უნიკალური ჯიშის ხეები, ნაცვლად ტყის გადარჩენისა, მიადგნენ და ასეულობით ძირი ხე გაჩეხეს. გადააყოლეს უნივერსიტეტს, რომელიც კაცმა არ იცის რა შედეგს მოიტანს. მშენებლობა კარგია, მაგრამ არა ტყის ხარჯზე. როგორც ამბობენ, ხეებს გზის გასაყვანად ჭრიან, არადა გზა უკვე არსებობს, მაგრამ ფული რომ დაზოგონ მოკლე გზა გაყავთ და ამას სამ ადგილზე აპირებენ, რაც ტყის განადგურებას გამოიწვევს. ეს არის ეკოლოგიური კატასტროფა. მოვუწოდებ მოსახლეობას, დროზე გამოფხიზლდეს და გადაარჩინოს ტყე, თორემ მერე გვიანი იქნება", - განაცხადა გოგი წულაიამ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა