ლევან ბერძენიშვილი - მართლა ხომ არ ჰგონიათ, რომ რეპრესიებს განახორციელებენ და არავინ იქნება ასარჩევი ბიძინა ივანიშვილის გარდა?! ასე არ მოხდება

მართლა ხომ არ ჰგონიათ, რომ რეპრესიებს განახორციელებენ, ოპოზიციას დააპატიმრებენ და უბრალოდ არავინ იქნება ასარჩევი ბიძინა ივანიშვილის გარდა?! ასე არ მოხდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ყოფილმა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა. მან ახალი მთავრობის პოლიტიკურ პერსპექტივებზეც ისაუბრა. ბერძენიშვილის შეფასებით, მთავრობის ახალი შემადგენლობა 2020 წლის არჩევნებისთვის შეირჩა და მათი პოლიტიკური ბედი მხოლოდ 1 წელზეა გათვლილი.

„ეს მთავრობა დანიშნულია საარჩევნოდ, არჩევნების მოსაგებად. იმის მერე, იქით ვერავინ ვერ ხედავს, ასე რომ, არა მგონია ჩვენ უნდა გავიხედოთ იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილიც არ იხედება. 2020 წელს კი ეს ხელისუფლება წააგებს. ამიტომ, მაქსიმუმ რაც აქვს ამ, ხელისუფლებას ეს არის 1 წელი. ამ ერთი წლის განმავლობაში ველოდები რეპრესიების აპარატის უფრო ეფექტიანად ამოქმედებას, თუ მიაღწევენ ამას რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ჩვენ ვაკუუმში არ ვცხოვრობთ და სამყაროში მარტო ბიძინა ივანიშვილი არ არის. კიდევ არიან ჩვენი მეგობარი ქვეყნები, რომლებიც არ შეეგუებიან დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვას, კიდევ არის სახელმწიფოებრივი ინტერესი, კიდევ არიან პატრიოტული ძალები და არის ოპოზიცია, რომელსაც გიორგი გახარია განადგურებას დაპირდა“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისივე შეფასებით, პრემიერ-მინისტრი ფორმალურად მაინც უნდა ცდილობდეს ოპოზიციასთან თანამშრომლობას, თუმცა გიორგი გახარიას პარტნიორი ქვეყნების რჩევები და სტანდარტები არ აინტერესებს.

„საერთოდ, პრემიერ-მინისტრი, რომელიც პოლიტიკოსი და პირველი ფიგურა არის ქვეყანაში, ოპოზიციასთან უნდა თანამშრომლობდეს, ყოველ შემთხვევაში, იმის ზრდილობა მაინც უნდა ჰქონდეს, რომ ვითომ თანამშრომლობ. ყველა გვეუბნება, რომ ნუ გაზრდით დაძაბულობასო. ამ კაცმა კი გამოგვიცხადა: ფეხებზე მკიდია ევროპაც, ამერიკაც და საქართველოს ინტერესებიცო. ასეთი ფიგურა აირჩია ჩვენმა სახელოვანმა პარლამენტმა, რომლის ერთ-ერთი წევრი ემზარ კვიციანია, რომელმაც აჩვენა მათი ნამდვილი სახე. არა მგონია რაიმე ტიპის განსხვავება იყოს ემზარ კვიციანსა და პრემიერ-მინისტრს შორის. ერთიც და მეორეც მკვლელის ტიპური წარმომადგენელია. საქართველოს ხელისუფლებაში ყველა ძალოვანი არის უვარგისი, ყველა არის სირცხვილი საქართველოსი. მთელი პარლამენტი სირცხვილი აღმოჩნდა, განსაკუთრებით უმრავლესობა, იმიტომ, რომ ყველა ინანებს ამ დანიშვნას და ეს არაფერს მისცემთ. მართლა ხომ არ ჰგონიათ, რომ რეპრესიებს განახორციელებენ, ოპოზიციას დააპატიმრებენ და უბრალოდ არავინ იქნება ასარჩევი ბიძინა ივანიშვილის გარდა?! ასე არ მოხდება, ასე არასდროს მომხდარა და მითუმეტეს ახლა არ მოხდება“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
3-მილიარდიანი ინვესტიცია დედაქალაქის ცენტრში - Tbilisi Hills Golf & Residences ინოვაციური განვითარების ხედვით
გიგანტური კერამიკული ფილები (R)
სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება
მოიპოვე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მინერალები საქართველოში
eutoday - ყარაბაღის კონფლიქტი - ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა რელიგიისთვის
კახა ძაგანია - "პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა"
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"
ნანა დევდარიანი - "31 ოქტომბერს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის!"