ოჯახის ინფორმაციით, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქური მე-11 დღეა შიმშილობს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის მეუღლის, რაია სარქისიანის განცხადებით, ჯიქური მე-11 დღეა შიმშილობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

აღნიშნულის შესახებ სარქისიანმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ განუცხადა. დღევანდელი სხდომა სწორედ ლევან ჯიქურის ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. ადვოკატმა სასამართლოსთვის მიწერილ განცხადებაში აღნიშნა, რომ შვებულებაში იმყოფება, რის გამოც, სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა.

სასამართლო პროცესის გადადებას აქციაზე დაკვებულების ოჯახის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. 16 სექტემბერს ბავშვს სკოლაში არ წავიყვან, ასე გავაპროტესტებ. არ გამოვდივარ "გადადექი-გადმოდექის" მოთხოვნით, შეუძლებელს არაფერს ვითხოვ - გამოუშვით, რომ თავის ჯანმრთელობას და ოჯახს მიხედოს, იმიტომ რომ უპატრონოდ ვართ. მე-11 დღეა შიმშილობს. ორგანიზმის ყველა ფუნქცია შეცვლილი აქვს, გულს ჟანგბადი არ მიეწოდება. ფორმა 100 მოსამართლეს ჩააბარა და იმედი მაქვს, ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ, იმიტომ რომ ხელ-ფეხი გაკავებული აქვს", -განაცხადა სარქისიანმა.

იხილეთ ვიდეო: "გამოუშვით, რომ მიხედოს ჯანმრთელობასაც და ოჯახსაც, იმიტომ რომ უპატრონოდ ვართ" - 20 ივნისის საქმეზე დაკავებულის ატირებული მეუღლის ემოციური მიმართვა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა