დავით უსუფაშვილი - ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მეორე ტურის სცენარს გეგმავს, როცა წინა ხელისუფლების აჩრდილის შიშით, ბევრმა ისევ „ოცნებას“ მისცა ხმა

ივანიშვილისთვის გახარია ყველაზე სასურველი ფიგურა აღმოჩნდა, რადგან საზოგადოებრივი აზრის რადიკალიზაცია ყველაზე მეტად მას შეუძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

როგორც უსუფაშვილმა განმარტა, ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სცენარის განვითარებას გეგმავს, როცა წინა ხელისუფლების აჩრდილის შიშით, ბევრმა ადამიანმა ისევ „ოცნებას“ მისცა ხმა.

„ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არის „ოცნების ხელისუფლების“ ბოლო წელი, მერვე წელი და ახლადშექმნილ მთავრობას სხვა არაფერი ევალება, თუ არა, საარჩევნო წარმატების უზრუნველყოფა. ივანიშვილს ჰქონდა არჩევანი, საით წაეყვანა თავისი პოლიტიკა და მან გადაწყვიტა ის წაიყვანოს საზოგადოების შემდეგი დაპირისპირების, გათიშულობის და პოლარიზაციის მიმართულებით. ამ ნიშნით შეარჩია მან პრემიერი - გახარია აღმოჩნდა დღეს მისთვის ყველაზე უფრო სასურველი ფიგურა, იმიტომ, რომ მას შეუძლია ყველაზე მეტად რადიკალიზაცია საზოგადოებრივი აზრის. ნიშანდობლივი იყო, რომ დღევანდელ კონფერენციაზე ამერიკელმა სტუმრებმა, როცა პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს, კი მაგრამ, ასეთ პრობლემებში გახვეული შინაგან საქმეთა მინისტრი პრემიერი რომ ხდება, როგორ შეუწყობს ხელს ქვეყნის და ერის, საზოგადოების გამთლიანებასო, ამაზე პარლამენტის თავმჯდომარემ პასუხი არ გასცა. ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხია: დიახ, ეს არის მთავრობა, რომელიც ამ საზოგადოებრივი დაპირისპირების გაღვივებისთვის არის შექმნილი და ამ ფონზე, ივანიშვილი გეგმავს გაათამაშოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა სცენარი, როცა იყო ორი პოლუსი და წინა ხელისუფლების აჩრდილის შიშით, ბევრი ადამიანი ისევ „ოცნებისკენ“ წავიდა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამასთან, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ამ სცენარისთვის ივანიშვილს ერთი წელი არ ეყოფა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა