აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე - მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ხელშეკრულების თანახმად აღებული ვალდებულებები

მოვუწოდებთ რუსეთს, შეეცადოს დესტაბილიზაციის შემცირებას და შეასრულოს 2008 წლის ხელშეკრულების თანახმად აღებული ვალდებულებები, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ფილიპ რიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ის საქართველოში სახელმწიფო მდივნის დავალებით იმყოფება, რათა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდეს.

„ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში, აქ ვიმყოფები სახელმწიფო მდივნის, პომპეოს დავალებით, რათა მქონდეს შესაძლებლობა, შევხვდე საქართველოს მთავრობას. მქონდა შესაძლებლობა, გუშინ შევხვედროდი ახლად დამტკიცებულ პრემიერ-მინისტრს. ასევე შევხვდი ყოფილ პრემიერს, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. ის რამდენიმე თვის წინ აშშ-ში შეხვდა პომპეოს და გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეცვალა მესიჯები და კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა ჩვენი თანამშრომლობის სიმტკიცე და მომავალში მისი გაძლიერება. ასევე, აღვნიშნავ სიტუაციას, რაც არის ადმინისტრაციულ საზღვართან და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები რუსეთის მხრიდან, რაც ხორციელდება დღესდღეობით. მოვუწოდებთ რუსეთს, შეეცადოს ამ დესტაბილიზაციის შემცირებას და შეასრულოს 2008 წლის ხელშეკრულების თანახმად აღებული ვალდებულებები", - განაცხადა რიკერმა.

მანვე ხაზი გაუსვა, რაოდენ აფასებს აშშ საქართველოს წვლილს, მსოფლიო მშვიდობის დაცვაში საქართველოს მონაწილეობას და ნატოს მხარდაჭერის მისიაში.

„ასევე ვაფასებთ მრავალი ორმხრივი თუ მრავალმხრივი სწავლებების ორგანიზებას და საქართველოს სურვილს, გააძლიეროს თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები და ქვეყნის თავდაცვითი ძალების მზადყოფნა. პომპეოს გზავნილი, რომელიც მან 11 ივნისს მაშინდელ პრემიერს, მამუკა ბახტაძეს განუცხადა, არის, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, ქვეყნის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და მის განვითარებას", - აღნიშნა რიკერმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ისაუბრა ნატოზეც და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზეც.

„ნატო არა მხოლოდ ხელს უწყობს სტაბილურობისა და მშვიდობის განვითარებას, არამედ მნიშვნელოვანია ის სიმტკიცე და სიძლიერე, რომელიც მის წევრ ქვეყნებს აქვთ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის მიმართულებით. ეს ფასეულობებია საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობის და ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ ინტენსიური პროგრამები, რათა საქართველო მტკიცე, გამძლე და სუვერენული იყოს, რათა მას შეეძლოს გარე, მათ შორის რუსული საფრთხეებისგან თავის დაცვა", - განაცხადა რიკერმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა