ანონსი 10 სექტემბერი

10 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე ირინა მილორავა 6-წლიან საქმიანობას შეაჯამებს და წარადგენს პრეზენტაციას კომისიის მიერ 2013-2019 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ.

ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები.

მის.: სასტუმრო “Holiday Inn”, საკონფერენციო დარბაზი „Adjara”.

10 სექტემბერს, 11:00 საათზე, C ჰეპატიტის ახალი კამპანიის “შენ C“ ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროსა და კულტურის პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდება. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი დაესწრებიან.

მის: წერეთლის 144

საკ. პირი: სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

10 სექტემბერს, 11:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: ოკუპირებული აფხაზეთში. ე.წ. პრეზიდენტის არჩევა და მიმდინარე პროცესები.

მის:მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

10 სექტემბერს, 11:00 საათზე, მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძის ქუჩაზე, რეაბილიტირებული ვილნიუსის სკვერის გახსნის ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი, ლიეტუვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, ქალაქ ვილნიუსის მერიის დელეგაცია, ასევე, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მის: ჭონქაძის ქუჩა, ფუნიკულიორის ასასვლელთან.

საკონტაქტო: ეკა ბახუტაშვილი 598 16 32 35

10 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში (ახალ მისამართზე) საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაზა პაპუაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: სამთავრობო ცვლილებები, მოსამართლეების შერჩევის საკითხი, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

10 სექტემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი, უფლებადამცველთან ერთად „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: პარლამენტთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება და დაწყებული გამოძიება.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე). საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

10 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში, „რეგიონული კვლევების ცენტრში“, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან თურქი მესხების დელეგაციებთან შეხვედრა გაიმართება.

საკონტაქტო: ღონისძიების ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე - 599 50 57 99

10 სექტემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

10 სექტემბერს, 14.00 საათზე, გერმანიის საელჩოსთან გაიმართება აქცია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

მის: თელავის ქ.20 (სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ შესასვლელთან)

ტელ: 593516984

10 სექტემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

10 სექტემბერს, 20:00 საათზე, სასტუმრო “ბილტმორში”, ახალი iPhone-ის გამოსვლასთან დაკავშირებით დახურული ღონისძიება გაიმართება.

საკონტაქტო: გოგა თირქია 593455598

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს