რომან გოცირიძე „დოიჩე ველეს“ სტატიაზე - მათ შეაფასეს გახარიას წარმომავლობა, რომელსაც ადეკვატურად აღიქვამს ყველა საერთაშორისო მოთამაშე, მათ შორის უცხოური მედია

ძალიან სასაცილო კომენტარი კეთდება „დოიჩე ველესთან" დაკავშირებით - გამოცემამ, ერთმნიშვნელოვნად სათაურში გამოიტანა, რომ საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად დანიშნა „რუსეთის კაცი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც „დოიჩე ველეს" სტატიას გამოეხმაურა.

გოცირიძის თქმით, გამოცემამ ადევაკვატურად შეაფასა გიორგი გახარიას წარმოავლობა.

„ძალიან სასაცილო კომენტარი კეთდება „დოიჩე ველესთან" დაკავშირებით. გამოცემამ, ერთმნიშვნელოვნად სათაურში გამოიტანა, რომ საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად დანიშნა რუსეთის კაცი. შემდეგ ამათ დაიწყეს ახნა-განმარტება, რომ რუსეთის კაციო არის ბრჭყალებშიო. ჟარგონია და ბრჭყალებში იქნებოდა აბა რა. რომ დაეწერათ საქართველოს პრემიერ-მინისტრად აირჩიეს „ქოციო", „ქოცი" ხომ ბრჭყალებში იქნებოდა?!

ჩართეს ელჩი და ჩასწორდა 24 საათის შემდგომ. სინამდვილეში კი მათი პოზიცია იყო ნათლად გამოთქმული, მათ შეაფასეს გახარიას წარმომავლობა, რომელსაც ადეკვატურად აღიქვამს ყველა საერთაშორისო მოთამაშე, მათ შორის უცხოური მედია", -განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა