თორნიკე რიჟვაძე - უახლოეს წლებში ბათუმში ყველა ქუჩა იქნება რეაბილიტირებული

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან ერთად ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, თორნიკე რიჟვაძე გაეცნო წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი მაიაკოვსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

3 კმ. სიგრძის ქუჩის რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოს დასრულდება. ამ ეტაპზე უკვე ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს. გამოიცვალა და შესაბამისი მეთოდით დამუშავდა გრუნტი, დამონტაჟდა საკანალიზაციო ჭები, მოეწყო ბორდიურები, სანიაღვრე სისტემა და ტროტუარებზე დაიგო ფილები.

პარალელურ რეჟიმში რეაბილიტაცია უტარდება ე.წ. ჭაობის, ბონის, გონიო-კვარიათის დასახლების ქუჩებს. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

„წლის განმავლობაში ბათუმის მერია კაპიტალური ტრანსფერების ნაწილში, ასევე მერიის ბიუჯეტით ახდენს 35-ზე მეტი უბნის რეაბილიტაციას და 32 მლნ. ლარზე მეტი იხარჯება ამ მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე, უახლოეს წლებში ჩვენ ბათუმში პრაქტიკულად აღარ გვექნება არცერთი ქუჩა, არცერთი უბანი თანამედროვე გზის გარეშე“ -განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მაიაკოვსკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა