ანონსი  11 სექტემბერი

11 სექტემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხში“ გაიმართება საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია.

ღონისძიებას დაესწრებიან: თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე; ულრიკ თიდესტრომი, შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში; არად ბენკო, ავსტრიის ელჩი საქართველოში; ელიზაბეტ რუდი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში;

მის: თელავის ქ.20

11 სექტემბერს, 10.00 საათზე, თსუ-ში გაიხსნება გრიგოლ ფერაძის I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო და ქრისტიანული ცივილიზაცია“.

მის: ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ-ს პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

11 სექტემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება მრგვალი მაგიდა და დისკუსია ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ექსპერტებთან. ღონისძიებაზე ისაუბრებენ გახმაურებული საქმეების განხილვის თავისებურებებისა და ამერიკული გამოცდილების შესახებ.

11 სექტემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, დეპუტატ გიორგი ლომიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი და კონფერენციის ორგანიზატორთა განცხადებები. ემზარ კვიციანის საქმე და დეპუტატის პასუხისმგებლობის საკითხი.

ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება. მოსამართლეთა 20-კაციანი სია და „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

11 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოში ბრიფინგს გამართავს.

მის: თავისუფლების 2

11 სექტემბერს, 11:00 საათზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11 სექტემბერს, 11:20 საათზე, საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: თავისუფლების 2

11 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ბრიგადის გენერლის, ანალიტიკოსის სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება მეხუთე მუხლზე და გია ვოლსკის გამოხმაურება. ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ განვითარებული პროცესები -საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სუს-ზე. სამთავრობო ცვლილებები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

11 სექტემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი, გენერალი კობა კობალაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: განიხილავას თუ არა საქართველოს ხელისუფლება ანდერს ფოგ რასმუსენის წინადადებას - საქართველო ნატოში ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

11 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება. პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, მესამე სართული)

11 სექტემბერს, 12:00 საათზე, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე - „ერთად დავამარცხოთ წითელა“

პრესკონფერენციას დაესწრებიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი.

პრესკონფერენცია გაიმართება საკონფერენციო დარბაზში (პირველი სართული).

მის: თბილისი, კახეთის გზატკეცილი, #99

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, ამბროსი კეკელიძე 599 946 431

11 სექტემბერს, 13.00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისში გაიმართება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატების, ზვიად კორძაძის და ეკატერინე ეგუტიას შეხვედრა „არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან“ და ჟურნალისტებთან. შეხვედრის თემა: მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე და მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილი მუქარის წერილთან დაკავშირებით ლონდონიდან მიღებული ექსპერტიზის დასკვნა.

მის: აკაკი გახოკიძის ქუჩა 11ა. გაგარინის მოედანთან.

11 სექტემბერს, 13:30 საათზე, ამერიკის საელჩოში გაიმართება აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელის ელიზაბეთ რუდის დაჯილდოების ცერემონია. ჟურნალი „დიპლომატი“ ელიზაბეთ რუდს აჯილდოებს ტურიზმის დიპლომატიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

საკონტაქტო: 558 519 519 ნინო შარაშიძე

11 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, მესამე სართული)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს