ბენიამინ ნეთანიაჰუ იორდანიის ველის ანექსიის პირობას დებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სამშაბათს დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მდინარე იორდანიის დასავლეთ სანაპიროს ანექსირებას განახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ისრაელის სუვერენიტეტს იორდანიის ველსა და მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით გავავრცელებ, თუკი თქვენგან, ისრაელის მოქალაქეებისგან, შესაბამის მანდატს მივიღებ,“ - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართაში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ის დასავლეთ სანაპიროში მდებარე ყველა ებრაულ დასახლებას შემოიერთებს, თუმცა ამის განხორციელება მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო შეთანხმების გეგმის გამოქვეყნების შემდეგაა შესაძლებელი.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებაზე კომენტირებისას პალესტინელმა დიპლომატმა საებ ერეკატმა აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯები „მშვიდობის დამყარების ყველა შანსს ასამარებს.“

„ჩვენ გვჭირდება კონფლიქტის დასრულება და არა მისი გაგრძელება მომდევნო ასწლეულების მანძილზე, როგორც ამას ნეთანიაჰუ გეგმავს. დაიმახსოვრეთ, ანექსია, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ომის დანაშაულად ითვლება,“ - წერს ერეკატი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

ნეთანიაჰუ, მემარჯვენე პარტია „ლიკუდის“ პარტიას ხელმძღვანელობს, რომელსაც, გამოკითხვების თანახმად, რეიტინგით უთანაბრდება ოპოზიციური ცენტრისტული პარტია - „ლურჯი და თეთრი“. BBC-ის ინფორმაციით, ნეთანიაჰუს მიერ წინასაარჩევნოდ გაჟღერებული აღნიშნული დაპირება მას მემარჯვენე პარტიების მხარდაჭერას მოუტანს, რაც კოალიციის ფორმირებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ისრაელს მდინარე იორდანიის დასავლეთ სანაპირო 1967 წლიდან აქვს ოკუპირებული, თუმცა ეს ტერიტორია საკუთარ შემადგენლობაში არ შეუყვანია.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია