დიდი ბრიტანეთი უცხოელ სტუდენტებს სწავლის დამთავდებიდან ორი წლის მანძილზე ქვეყანაში დარჩენის უფლებას მისცემს

უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში სწავლობენ, სწავლის დამთავდებიდან ორი წლის მანძილზე ქვეყანაში დარჩენის უფლება ექნებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინიციატივა, ბრიტანეთში სხვადასხვა ქვეყნიდან სასწავლებლად ჩასულ სტუდენტებს სწავლის დამთავრებიდან ორი წლის მანძილზე ქვეყანაში დარჩენის და სამსახურის შოვნის საშუალებას აძლევს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის შეფასებით, აღნიშნული ცვლილება სტუდენტებს თავიანთი „პოტენციალის რეალიზებისა“ და დიდ ბრიტანეთში კარიერის დაწყების საშუალებას მისცემს.

ბრიტანეთის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით იცვლება კანონი, რომელიც ქვეყანაში 2012 წელს, ტერეზა მეის შინაგან საქმეათა მინისტრობის პერიოდში მიიღეს და რომლის თანახმადაც, უცხოელ სტუდენტებს დიდ ბრიტანეთში დარჩენის უფლება სწავლის დამთავრებიდან მხოლოდ 4 თვის განმავლობაში აქვთ.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის თანახმად, შარშან დიდი ბრიტანეთში დაახლოებით 450 000 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა