ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა მარტინს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა , „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მიმდინარეობა, დაგეგმილი რეფორმების სტატუსი და 2020 წლის ძირითადი ფისკალური მაჩვენებლები მიმოიხილეს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ქართული მხარე გააგრძელებს პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის დაცვაზე, რაც გამოიხატება დაბალ საბიუჯეტო დეფიციტში და სახელმწიფო ვალის ურისკო მაჩვენებლებში.

სსფ-ის მისიის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას - ეკონომიკის ზრდის ტემპის მდგრადობას, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას და საგარეო ფაქტორების მიმართ ქვეყნის მოწყვლადობის შემცირებას.

ასევე აღინიშნა, რომ ხელისუფლების რეფორმების გეგმის შესრულების გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მდგრადი და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები და სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, სელიმ შეკირი, დაესწრნენ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო