გიორგი მშვენიერაძე დეპუტატებს - გასაუბრებაზე მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს აბსოლუტურ უფლებებზე დაუსვეს კითხვა და ვერ უპასუხა - ეს ხომ უნდა იცოდეთ დეპუტატებმა?

იუსტიციის საბჭოს გასაუბრებაზე მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს აბსოლუტურ უფლებებზე დაუსვეს კითხვა და ვერ უპასუხა. ეს საკითხი ხომ უნდა იცოდეთ დეპუტატებმა? – ამ კითხვით კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს მიმართა.

მისი თქმით, მასალები და დოკუმენტაცია, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს წარუდგინა, საკმაოდ მოცულობითია. მშვენიერაძემ დეპუტატებს კითხვით მიმართა, როგორ აპირებენ ასეულობით გვერდის შესწავლასა და აუდიოფაილების მოსმენას.

„იუსტიციის საბჭოდან რა დოკუმენტაციაც მოვიდა, თითოეულ კანდიდატზე საშუალოდ სულ ცოტა 50 გვერდია. გაითვალისწინეთ ისიც, რომ გაქვთ გასაუბრების აუდიოფაილებიც. რას იზამთ, თქვენ დასხდებით და 24 დღის 9 საათიან აუდიოფაილებს ყველა კანდიდატზე თავიდან მოუსმენთ? როგორ მოემზადებით ამ პროცესისთვის? იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე რა კითხვები დაესვა თითოეულ კანდიდატს და რა უპასუხა მან - როგორ აპირებთ ამის შესწავლას დამხმარე სამუშაო ჯგუფის მიღმა? მაგალითად, ერთ-ერთ კანდიდატს აბსოლუტურ უფლებებზე დაუსვეს კითხვა და ვერ გაიხსენა. კანდიდატს რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა უნდა და აბსოლუტურ უფლებებს ვერ ასახელებს, ეს საკითხი ხომ უნდა იცოდეთ თქვენ, როგორც დეპუტატებმა? და საიდან გეცოდინებათ, თქვენ მოუსმენთ ამ აუდიოფაილებს პირადად? მეეჭვება. მაგალითად, კანდიდატს პლაგიატი აქვს ჩადენილი. ხომ უნდა აისახოს და ხომ უნდა იცოდეთ თქვენ, რომ ეს კანდიდატი რაღაცას იპარავდა. ეგეც ქურდობაა, ვიღაცას მოპარა და თავის სახელი მიაწერა. ეს ინფორმაციები გადაწყვეტილების მიღების დროს თქვენ გჭირდებათ. ეს, პირველ რიგში, სწორედ უმრავლესობის ინტერესში უნდა შედიოდეს და არა ოპოზიციის იმიტომ, რომ მერე არ აღმოჩნდეს, ისეთ კანდიდატს მიეცით ხმა, რომელსაც ასეთი დეტალი ამოუვარდება რაღაც ეტაპზე. ეს კიდევ უფრო დააზიანებს სასამართლოს ისედაც დაზიანებულ რეპუტაციას,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს