გიორგი მშვენიერაძე უმრავლესობას - რატომ მოგივიდათ იდეა, რომ სამუშაო ჯგუფში ყველა შეიძლება იყოს, არასამთავრობოების გარდა? უხერხული ხომ არის?

თქვენ თვითონ რატომ მოგივიდათ იდეა, რომ სამუშაო ჯგუფში ყველა შეიძლება იყოს, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა? ცოტა უხერხული მომენტი ხომ არის? - ამ კითხვით კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა.

მშვენიერაძის განცხადებით, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საპარლამენტო უმრავლესობას არ სურს, რომ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ წარმოდგენილები.

„თქვენ როდესაც ჩამოთვალეთ, ვინ იქნება სამუშაო ჯგუფში, დაახლოებით ასე იკითხება ფორმულა: ყველა იყოს, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა. „კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ სასამართლოს თემაზე მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება აქვს და თურმე მისი არც ერთი წევრი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც დარგის სათანადო ექპერტია. გაჯიუტება კი არ გვაქვს, რომ თუ არ ვიქნებით, დაიქცევა ქვეყანა, მაგრამ თქვენ თვითონ რატომ მოგივიდათ იდეა, რომ ყველა შეიძლება იყოს, ჩვენ გარდა? ცოტა უხერხული მომენტი ხომ არის? ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ არ გინდათ, ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ წარმოდგენილები,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

თავის მხრივ, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მას უპასუხა, რომ კომიტეტს არ აქვს ვალდებულება, რომ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები შეიყვანოს.

„მოდით ასეც შევხედოთ, რომ არანაირი ვალდებულებაც არ გვაქვს, რომ არასამთავრობო სექტორი ჩავრთოთ, მით უმეტეს, რომ თქვენ დამოუკიდებლად ახორციელებთ თითოეული კანდიდატის შემოწმებას. კომიტეტის ფარგლებში თქვენ ხართ ამ პროცესებში ჩართული და გექნებათ შეკითხვის დასმის უფლება,“ - უპასუხა ოხანაშვილმა მშვენიერაძეს.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, კანდიდატების შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას შეისწავლის. კომიტეტის წევრები იქნებიან როგორც პარლამენტის დეპუტატები, ასევე დარგის სპეციალისტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი არ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების არც ერთი წევრი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა